ჰიდრომეტრი (არეომეტრი) ღვინო-ლუდის საზომი სამი “ბრიქსის” სასწორით.
code: 124111062026
სამმაგი ბრიქსის (°Bx) ჰიდრომეტრი შესანიშნავი გადაწყვეტაა მეღვინეებისთვის, რომლებსაც უყვართ თავიანთი ხელობა! ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ გაზომოთ:
-
შეფარდებითი ალკოჰოლის შემცველობა
-
შაქრის ხვედრითი წონა ხსნარში
-
შაქრის საშუალო რაოდენობა ხსნარში (ბრიქსი)
ბრიქსის შკალა გამოიყენება კვების მრეწველობაში ხილში, ბოსტნეულში, წვენებში, ღვინოსა და გამაგრილებელ სასმელებში შაქრის საშუალო რაოდენობის გასაზომად.
25°Bx ხსნარი 25%-ია (w/w) და ნიშნავს 25 გრამ საქაროზას 100 გრამ სითხეში. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 100 გრამი ხსნარი შეიცავს 25 გრამ საქაროზას და 75 გრამ წყალს.
გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ჰიდრომეტრი და ცილინდრი (ან სხვა ჭურჭელი) სრულიად სუფთაა. შეავსეთ ცილინდრი (ან სხვა ჭურჭელი) შესამოწმებელი სითხით. ჩაუშვით ჰიდრომეტრი სითხეში, ოდნავ მოატრიალეთ, რათა მოაშოროთ ჰიდრომეტრის კედლებზე არსებული ჰაერის ბუშტები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსტრუმენტის ჩვენებების სიზუსტეზე. დარწმუნდით, რომ ჰიდრომეტრი თავისუფლად ტივტივებს, ჭურჭლის გვერდებს არ ეხება. მას შემდეგ, რაც ჰიდრომეტრი სტაბილიზდება, წაიკითხეთ ჩვენება მისი შკალიდან. ჩვენება უნდა იქნას აღებული მენისკის ქვედა კიდის გასწვრივ (იხილეთ სურათი). ყველა გაზომვა უნდა მოხდეს +20°C სითხის ტემპერატურაზე (შკალის კალიბრაციის ტემპერატურა). თუ სითხის ტემპერატურა უფრო მაღალია, გამოიყენეთ კორექტირების ცხრილი.
პროდუქტის შეკვეთა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან ან ადგილზე შპს სამაიას მაღაზიაში.
დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე ან დაგვირეკოთ ოფისის ტელეფონის ნომერზე.







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.